ჩვენ შესახებ
სასტუმრო ბორჯომი ლიკანი

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბორჯომი ლიკანი ქალაქ ბორჯომში, სახელგანთქმული ბორჯომის მინერალური წყლების სამშობლოში, უმშვენიერესი წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს და თბილისის აეროპორტიდან მხოლოდ 177კმ-ითაა დაშორებული. ბორჯომი ლიკანი ლიკანის ცნობილი მე-4 სამმართველოს სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს. სტუმრები საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნიდან სწორედ აქ იკრიბებოდნენ დასასვენებლად, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სასიამოვნო დროის გასატარებლად და, რა თქმა უნდა, იმ სიკეთის მისაღებად, რომელსაც სანატორიუმის გამაჯანსაღებელი პროცედურები ბორჯომის წყლის სამკურნალო ეფექტის საშუალებით სთავაზობდა ყველა დამსვენებელს.

რომანოვების ცნობილი საზაფხულო სასახლე, რომელიც სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს, კიდევ ერთი მიზეზია ბორჯომი ლიკანში სტუმრობისათვის. სასახლეს ამჟამად რესტავრაცია უკეთდება და მალე მიიღებს დამთვალიერებლებს.

რომანოვების სასახლე
სასტუმრო ბორჯომი ლიკანი
ვიდეო ტური
სასტუმრო ბორჯომი ლიკანი
ზოგადი ინფორმაცია

 

Check-In: 15:00

Check-Out: 12:00

უკაბელო ინტერნეტი: ხელმისაწვდომია სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე.

პარკინგი: სასტუმროს ტერიტორიაზე  არის დაცული საპარკინგე სივრცე, მათ შორის ელექტრომობილის დამტენი.

სატრანსპორტო საშუალებები: ტრანსპორტით უზრუნველყოფა  შესაძლებელია დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე.

Chek out-ის პროცესი: Check-Out-ის შემდეგ (12:00) აღარ არის შესაძლებელი სასტუმროს ნომრის გამოყენება. 12 საათის შემდეგ ნომრის გამოყენებისათვის განსაზღვრულია  დამატებითი გადასახადი. ნომრიდან გვიანი გასვლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ მიმღებს, აღნიშნული მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

რეზერვაციის პროცედურა: სტუმრების რაოდენობა განისაზღვრება  ნომრის კატეგორიისა და ჯავშნის ტიპის მიხედვით. ნომერში დამატებითი სტუმრის განთავსებისათვის მოქმედებს დამატებითი გადასახადი.

სტუმრების ვიზიტორები: თქვენი გარე სტუმრების შესახებ, გთხოვთ, წინასწარ გააფრთხილოთ მიმღები. გარე ვიზიტორებს ნომრებში შესვლის უფლება შეზღუდული აქვთ და შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ სასტუმროს საჯარო სივრცით.

შინაური ცხოველები: დაიშვებიან 6კგ-მდე  შინაური ცხოველები დამატებითი გადასახადით - 1 ღამე $40. გაითვალისწინეთ, რომ სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სტანდარტით შინაური ცხოველების შეყვანა რესტორნებსა და ლობი ბარში აკრძალულია.