ცენტრის შესახებ

სასტუმროს წარმატების მთავარი გასაღები მისი სამედიცინო ცენტრია, სადაც პროფესიონალი ექიმები ყველა სტუმართან ინდივიდუალურად მუშაობენ, რათა შექმნან მათთვის შესაბამისი სამედიცინო პროგრამა.

“ბორჯომი” ნატრიუმის ჰიდროკარბონატული სამკურნალო მინერალური წყალია, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების, თირკმელების და სხვა ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. სასტუმროს სამედიცინო ცენტრში პროცედურები “ბორჯომის” სამკურნალო წყლის საფუძველზე ტარდება.

ბორჯომი ლიკანი საკუთარ სტუმრებს სთავაზობს პროფესიონალურ სარეაბილიტაციო და დიაგნოსტიკურ ცენტრს, რომელიც აღჭურვილია  წამყვანი სამედიცინო  კომპანიების თანამედროვე აპარატურით.

ექიმები